სააკაშვილს არანაირი უფლება არ დარღვევია,რაც საკუთარ თავს დაურღვია იყო ის, რომ ქვეყანაში შემოიპარა - ალუდა ღუდუშაური

06.05.22 15:11
სააკაშვილს  არანაირი უფლება  არ დარღვევია,რაც საკუთარ თავს დაურღვია იყო ის, რომ ქვეყანაში შემოიპარა - ალუდა ღუდუშაური

"ქართული ოცნების"  წევრი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ჯანმღტელობის მდგომარეობა მძიმე არ არის და "ის  ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას".

ღუდუშაურის თქმით, ხელოვნურად ისეთი ვითარების შექმნის მცდელობა, რაც სააკაშვილს საშუალებას მისცემს მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს, მისთვის მიუღებელია.

არავის უწამებია, არანაირი უფლება მას არ დარღვევია, ერთადერთი უფლება რაც საკუთარ თავს დაურღვია იყო ის, რომ ქვეყანაში როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოიპარა, ძალიან მხდალი ადამიანის გადმოსახედიდან აკეთებს განცხადებებს. შემოიპარა, არაჟნებს ამოეფარა, შემდეგ კუნთებზე იყურებოდა - ახლა დაგასრულებ და ა.შ. ეს რომ ვერ შეძლო, მიმართა იმ გზას, რომ ტირილის და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას ქვეყანაში,"- განაცხადა ღუდუშაურმა.