ვენდობი - გამყრელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმის დასკვნაზე

06.05.22 15:13
 ვენდობი - გამყრელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კონსილიუმის დასკვნაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ კონსილიუმის წევრებიდან "ბევრის მოსაზრებას ენდობა".

 გამყრელიძე განმარტავს, რომ რეალურად მან არ იცის, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მის კოლეგებს ნდობას უცხადებს. 

არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე როგორც თქვენ, მეც ვისმენ ტელევიზიით. როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ჩემს კოლეგებს, ექიმებს ეთქმით. მოდით, ვენდოთ. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ცოდნას და ღირსებას. მათ პროფესიულ მოსაზრებას ვენდობი და ღირსებას. იქ, რამდენიმე კონსილიუმი იყო და მე, თითქმის ყველა კონსილიუმის ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრს ერთად გვიმუსავია, მე რა თქმა უნდა ვენდობი",- აღნიშნავს გამყრელიძე.