მატყუარა ,,ოცნების" პარტიას სიტუაცია ვადამდელი არჩევნებისკენ მიჰყავს- გიორგი ვაშაძე

06.05.22 15:45
მატყუარა ,,ოცნების" პარტიას სიტუაცია ვადამდელი არჩევნებისკენ მიჰყავს- გიორგი ვაშაძე

მოუწევს თუ არა ,,ქართულ ოცნებას" ვადამდელი არჩევნების დანიშვნა? ამერიკის შეეერთებულ შტატებში მყოფი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველი პარტიის არადამოკრატიული მმართველობითა და არასანდოობით შეწუხებული ვაშინგტონი უკვე საქართველოში ვადამდელი არჩევნების მომხრეა.

ვადამდელი არჩევნების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აშშ-ში ვიზიტის დროს ამერიკელ დიპლომატებს ესაუბრა. გიორგი ვაშაძეს ამ საუბრების დროს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მმართველი პარტიის არადემოკრატიული მოღვაწეობით  უკმაყოფილო შტატები წნეხს გააძლიერებს ,,ოცნებაზე".

ვაშაძის აზრით, ,,ოცნებას" ქვეყნის შიგნით პროცესები იმდენად რადიკალიზაციისკენ მიჰყავს, რომ ბოლოს იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს.

მატყუარა ,,ოცნების" პარტიას სიტუაცია მიჰყავს რიგგარეშე არჩევნებისკენ. ეს არის ცემი გზავნილი ვაშინგტონიდან. თუ ისინი არ შეიცვლიან დამოკიდებულებას როგორც ქართველი ხალხის, ასევე ოპონენტებსა და მით უმეტეს, დასავლელ პარტნიორებთან, ეს აუცილებლად მოხდება. მოუწევთ- აცხადებს გიორგი ვაშაძე.