ნანობს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას - რას პასუხობს ენმ გრიგოლ ვაშაძეს
"ნაციონალურ მოძრაობაში" უარყოფენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ის ჩამოსვლას არ ნანობს და მსგავსი რამ არავისთან უთქვამს.
ჩემთან შეხვედრაზე მხიეილ სააკაშვილს სმგავსი რამ არ უთქვამს, რომ ის ნანობდა თავის ქვეყანაში დაბრუნებას, პირიქით, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ის იჯდა სამარტოო საკანში, მაგრამ ბედნიერი იყო, რომ თავის ქვეყანაში იმყოფებოდა", - ამბობს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში, თოქშოუში „რეაქციაში“ თქვა, რომ საქართველსო მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.