არ ვიცი, მომცემს თუ არა ჯანმრთელობა და საქართველოს ხელისუფლება ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობას - მიხეილ სააკაშვილი

06.05.22 19:00
არ ვიცი, მომცემს თუ არა ჯანმრთელობა და საქართველოს ხელისუფლება ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობას - მიხეილ სააკაშვილი

არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რუსთავის ციხიდან ,,ევროპის სახალხო პარტიის" მიწვევაზე კომენტარი გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი პატივია, ევროპის ყველაზე გავლენიანი პარტიის ყრილობაზე მიწვევა, თუმცა, არ იცის, ჯანმრთელობა და საქართველოს მთავრობა მისცემენ თუ არა მასზე დასწრების შესაძლებლობას.

დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი. ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა დონეზე. მოწვევა მათ ყრილობაზე როტერდამში მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და გამოსვლას სიტყვით.
მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც და ორივე ქვეყნის კონტექსტში მეც.

ჩემთვის ეს დიდი პატივია.
არ ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა მომცემს თუ არა შესაძლებლობას ამ ყრილობაზე დასწრების და მომცემს თუ არა ამის შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპას ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის
  - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.