ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

06.05.22 20:29
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 6 მაისს, აჭარის რევოლუციიდან 18 წლის თავზე, ასაპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აჭარის გათავისუფლების მთავარი შემოქმედის ჯანმრთელობის დაცვასა და ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ

ქუჩაში მხოლოდ ბათუმელები არ გამოვიდნენ. პროტესტს, უერთდებიან რეგიონებიდანაც.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის უფლება დაცული იყოს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი სიცოცხლის დასაცავად. მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი უნდა იყოს. - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან. ტვ პირველის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერებს განზრახული აქვთ, კარვები გაშალონ და ღამე მთავრობის სახლის მანამ გაათიონ, სანამ მიხეილ სააკაშვილს შესაბაქმის კლინიკაში არ გადაიყვანენ.