"ოცნება" ოპოზიციასთან კომპრომისზე ალაპარაკდა - კობახიძის განცხადება აშშ-დან

15.04.21 13:43
"ოცნება" ოპოზიციასთან კომპრომისზე ალაპარაკდა - კობახიძის განცხადება აშშ-დან

ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, "ქართული ოცნება" ახალ კომპრომისზე ალაპარაკდა.  განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკიდან გააკეთა: 

ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, პრინციპების დაცვით. ეს პრინციპები არის, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი ნებისმიერი შეთანხმების ხელმოწერის დროს, მაგრამ ამ პრინციპების ფარგლებში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები - განაცხადა კობახიძემ.

,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე,  ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით 12 აპრილს გაემგზავრა.

მსგავსი სიახლეები