თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს - გოგი წულაიას წერილი ციხიდან

15.04.21 15:22
 თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს - გოგი წულაიას წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ამჯამად საავადმყოფოში იმყოფება,  პოლიტპატიმრებს სოლიდარობას უცხადებს.

 მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას, რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და ვუსურვო  თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.
 

პოლიტიკოსი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ნამოხვანჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც ეხება.

 შეშფოთებული ვარ   ნამახვანჰესის  გარშემო განვითარებულ მოვლენეზე. ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ  დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო რიონის ხეობის მცველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც  ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით, როგორც ერთი რიგითი პატრიოტი  და გარეთ რომ ვიყო, აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენს გვერდით ვარ შორიდან მაგრამ გულით გიჭერთ მხარს , გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს - წერს გოგი წულაია.
 

 

 

 

პოლიტიკოსი გოგი წულაია 19 მარტს ქალზე ძალადობის მუხლით დააკავეს