გთავაზობთ საქართველოს, როგორც დიალოგის პლატფორმას - სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს

15.04.21 18:57
გთავაზობთ საქართველოს, როგორც დიალოგის პლატფორმას - სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს

ნებისმიერი კონფლიქტი  მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის - განაცხადა სალომე ზუარაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან,  არმენ სარქისინთან, შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო დიალოგის საწარმოებლად საქართველოს პლატფორმა შესთავაზა.

ძალიან მძიმე იყო რეგიონისთვის ომით გამოწვეული მსხვერპლი, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას და ამის ნიშნად გთავაზობთ საქართველოს, როგორც პლატფორმას, შეხვედრებითვის, დიალოგისთვისა და სიტუაციის განმუხტვისთვის. ეს შემოთავაზება ადრეც იყო და დღესაც ძალაშია - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი, ეწვია

მსგავსი სიახლეები