პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილიც სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

15.04.21 19:59
პირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილიც სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო)

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი საქმე თავდაყირა დგება - დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი, გიორგი მენაბდე, დააკავეს. 

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული გიორგი მენაბდის დედა, "პირველებმა" უკვე ჩაწერა. 

დეკანოზ შიო მენაბდის მეუღლე ინტერესდება, რატომ ჩამოიღეს თაროდან საქმე ახლა, სამი წლის თავზე. 

შოკში ვარ... რატომ მოხდა სამი წლის შემდეგ, ეს მაქვს გასარკვევი"- ამბობს დაკავებულის დედა. 

ბრალდებულის ოჯახის წევრები დეკანოზის მიერ შვილის მფარველობას კატეგორიულად უარყოფენ. 

რას ნიშნავს, მფარველობდა? ! სოფელ დიღმის მოძღვარი მფარველობს ვინმეს? ღვთის სამართლის იმედი მაქვს. ადამიანს მფარველობს ღმერთი და არა კონკრეტული სასულიერო პირი. ჩვენ პირველი დღიდან, მას შემდეგ, რაც გამთენიისას აიყვანეს გამოკითხვაზე, ვთანამშრმლობთ გამოძიებასთან" - განაცხადა დაკავებულის დედამ. 

დეკანოზ შიოს მეუღლე ამბობს, რომ მის შვილს ჭრილებები აღენიშნებოდა. 

0,3 მლ-ით ასცდა სასიკვდილო ჭრილობას... არაფერს აღიარებს, ყველამ იცის, რომ ამას ხელში არაფერი ეჭირა"- თქვა ბრალდებულის დედამ. 

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე, დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მენაბდის გვარმა თავიდან არაერთხელ გაიჟღერა. ითქვა ისიც, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ არც ერთი ოფიციალური უწყება ამ ფაქტს არ ადასტურებდა.  

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეკანოზი მენაბდე მისი შვილის დაკავების შესახებ დუმს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები