დაზიანებებზე, რომელიც მოგვაყენეს, პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება - სტუდენტები

01.07.22 14:19
დაზიანებებზე, რომელიც მოგვაყენეს, პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება - სტუდენტები

ძალადობის მსხვერპლი სტუდენტების გამოკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში უკვე დასრულდა. ,,ტვ პირველის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს ზონდერჯგუფის წევრები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ, თუმცა ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.

მომხდართან დაკავშირებით  სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

მინდა, ,,სტუდენტები ევროპული მომავლისთვის" სახელით განცხადება გავაკეთო.

მივმართავ დეკლარირებულ საელჩოებს საქართველოში, დიპლომატიურ კორპუსს და გვსურს, გავაცნო ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებზე, რომელიც განხორციელდა 29-30 ივნისს, როცა სტუდენტურმა მოძრაობამ დააანონსა კამპანია, რაც ითვალისწინებდა ბუკლეტების დარიგებას სხვადასხვა ლოკაციებზე. 

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ დაგვიპირისპირდა ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისინი გამოირჩეოდნენ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობით. მინდა, მათი სახელები გავაჟღერო:

გიორგი ბარბაქაძე-,,ოცნების" წევრი, რომელიც კახი კალაძის პირად გარემოცვაშია;

გიორეგი შუკვანი- ბექა მენთეშაშვილის გარემოცვის წევრი;

ბექა მენთეშაშვილი- ისნის გამგეობის წევრი;

ილია გურგენიძე;

გიორგი პაპიძე;

ნოდარ მათიაშვილი;

ალექსანდრე ლუკატარიძე- მთავარი ორგანიზატორი სტუდენტების წინააღმდეგ ბრძოლის. დიმიტრი სამხარაძის მარჯვენა ხელი.

მინდა, მოგახსენოით, რომ წინა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. ველოდებით შსს-გან ქმედით ნაბიჯებს.

თითოეულ დაზიანებაზე, რაც სტუდენტებმა მიიღეს, პასუხისმგებლობას ,,ქართული ოცნების" მთავარ ოფისს ვაკისრებთ. ეს იყო მათი მხრიდან დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული პროვოკაცია.- ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

თბილისში, ჯავახისვილის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სტუდენტებსა და ,,ქართულიუ ოცნების" ზონდერებს შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები