პაპუაშვილის იერიში ოპონენტებზე - "ოცნების" პოლიტიკურ შანტაჟს ოპოზიცია უარით პასუხობს
"ქართული ოცნების" პოლიტიკურ შანტაჟს ოპოზიცია უარით პასუხობს. საუბარია პარლამენტის თვამდჯომარის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ვისაც ევროკავშირში ინტერგრაცია სურს, მმართველ გუნდს უნდა შეუერთეს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ სანდოობა არ არსებობს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს მათ ვერ მიანდობენ. ამასთან, მათი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება საჭირო კანონპროექტების დახვეწაზე მუშაობდეს, საზაფხულო არდადეგებს აცხადებს.
ახლა თუ გაიღვიძა ვინმემ და ახლა აღმოაჩინა, რომ ეს ცვლილებები გასაკეთებელია, ვეტყოდი, რომ ჩვენ დიდი ხანია ფხიზლად ვართ და დადებულიც გვაქვს კონკრეტული კანონპროექტები, ამიტომ, ვისაც საქმიანი საუბარი უნდა, ამ კანონპროექტების ირგვლივ, საკონსტიტუციო ცვლიელების ირგვლივ, ნაბიჯებია გადასადგმელი, საზაფხულო არდადაგებზე წავსლის დრო არ არის, პარლამენტი უნდა იჯდეს, მათ შორის, ახლა საქმიანი პარლამენტი, საქმიანი მმართველი ძალა და წერდეთ და მუშოაბდეთ თუ ვინმეს რეალურად მუშაობა უნდა, - ამბობს "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
გადამწყვეტი თვეების ათვლდა დაწყებულია. "ქართულ ოცნებას" დაახლოებით 6 თვე აქვს იმისთვის, რომ ევროსაბჭოს 12 პუნქტიანი გეგმა შეასრულოს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ პარლამენტში მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდეს, მმართველი პარტია ზაფხულშ დასვენებას აპირებს.