ივანიშვილის პოლიტიკური ვერდიქტი - არახამიას თქმით, ოლიგარქის დასანქცირება გარდაუვალია
უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია "პირველებთან" ინტერვიუში ამერიკელი დიპლომატის, მაიკ მაკფლორის გზავნილს ეხმიანება. საუბარია საერთაშორისო სანქციების ჯგუფის შეფის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოში პირველი პირების დასანქცირება დააანონსა.
დავით არახამაია განმარტავს, რომ მაკფოლი სკანდალურ განცხადებაში პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს და მის ახლო გარემოცვას გულისხმობდა. მისი თქმით, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ხელისუფლების ყველა შტო დაიპყრო და ამ ხაფანგიდან საქართველო თავს საერთაშორიოს დახმარების გარეშე ვერ დააღწევს.
კარგი ამბავი მაქვს. მაკფოლმა განაცხადა, რომ უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი არ დაზარალდება. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახლწმიფოს ცხოვრებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია არის პრობლემა , თუ როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია, ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს. საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან, - თქვა არახამიამ.