ეს არის საბოტაჟი და შანტაჟი თავისუფალი სამყაროს მიმართ - წიკლაური ყაველაშვილის წერილზე

09.07.22 11:37
ეს არის საბოტაჟი და შანტაჟი თავისუფალი სამყაროს მიმართ - წიკლაური ყაველაშვილის წერილზე

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისთვის, ,,ოცნებიდან" წამოსული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაგზავნილ  წერილს ოპოზიცია ეხმაურება. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ეს არის საბოტაჟი და შანტაჟი თავისუფალი სამყაროს მიმართ.

„ოცნება" ცდილობს, რომ ჩვენს ყველაზე ერთგულ და სანდო პარტნიორებს თავისუფალ სამყაროშ დაანახონ, რომ მათ შეუძლიათ ასეთი ენითაც ლაპარაკი, მათ შეუძლიათ ასეთი ოდიოზური გამონათქვამების გამოყენებაც ამერიკის და ევროპის მიმართ, იმ შემთხვევაში თუ მათ ხელისუფლებას რაიმე სახით საფრთხე შეექმნებათ. ასე რომ ეს არის საბოტაჟი და შანტაჟი თავისუფალი სამყაროს მიმართ“. - ამბობს წიკლაური.
 

მსგავსი სიახლეები