ვაი, თქვენს პატრონს - დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯომარე პრემირის მამაზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯომარე ნუგზარ პაპიაშვილი პრემირის მამაზე დასმულმა კითხვებმა წყობიდან გამოიყვანა.
ტვ პირველის ჟურნალისტმა პაპიაშვილს ჰკითხა მართავს თუ არა საკრებულოს არაფორმალურად ტარიელ ღარიბაშვილი. რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო.
ვაი თქვენს პატრონს, უბედურს“ - განაცხადა პაპიაშვილმა.
ნუგზარ პაპიაშვილი ამჟამად შვებულებაში იმყოფება, მან პირველებთან შეხვედრა არ ისურვა და აღნიშნული კითხვის შემდეგ ტელეფონიც გათიშა.
რაც შეეხება ნინო იაკობიშვილს, პირს, რომლის თანამდებობაზე დანიშვნასაც აპირებს პრემიერის მამა საკრებულოში, ტვ პირველის გადამღებმა ჯგუფმა მას შეხვედრა სთხოვა, თუმცა მისი პასუხი ასეთი იყო:
აუცილებლად, სულ მაგასა ვფიქრობდი რა“.- გვითხრა იაკობიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის მამას საჯარო მოხელეების შემდეგ არაფორმალურ გავლენებში ადგილობრივებიც ამხელენ. "პირველებს" დედოფლისწყაროში უყვებიან, რომ თუ დღეს ტარიელ ღარიბაშვილის მფარველობით რაიონში არ სარგებლობ პრაქტიკულად განწირული ხარ.
ჩემი შვილი გამგეობაში მუშაობდა წლების განმავლობაში და გაათავისუფლეს. ვერ ვნახეთ მაშინ ვინმე მფარველი, გამგებლად იყო შიოლაშვილი და გაქეზებული იყო თურმე, რომ უნდა გაეუბედურებინათ ჩემი შვილი. ხომ გაგაუბედურე და გაგანადგურეო და დავაი ახლა აუდე აქედან, თორე აგაორთქლებო. მივედი ტარიელთან, (საუბარია პრემიერის მამაზე) მეთქი მიშველე, ჩემი შვილი უკანონოდ გამომიგდეს-ტქო და რატო მოიპარაო მითხრა. ეგ მოპარვა არ იყო, არაფერი მოუპარავს ჩემს შვილს. ბატონ ტარიელს სულ ყველგან, მთელ რაიონში შეუძლია სამსახურის შოვნა". - ამბობს დედოფლისწყაროს მკვიდრი ქალბატონი.
ირაკლი ღარიბაშვილის მამას ზეწოლაში ამხელენ.
ხათუნა გონაშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს აპარატში შექმნილ უსამართლობაზე ხმამაღლა და საჯაროდ ალაპარაკდა.
საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მრავალი მცდელობის შედეგად, ის იძულებილი გახდა სამსახურიდან წამოსულიყო.