"კრიტიკული მედიის ნიუსრუმებში დგას ჩამწერი მოწყობილობები და ეს დააყენა "ოცნების" ხელისუფლებამ"- ნოდარ მელაძე
"ეს არის კიდე ერთი დადასტურება იმისა, რომ კრიტიკული მედიის ნიუსრუმებში დგას ჩამწერი მოწყობილობები და ეს დააყენა ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ" - ამის შესახებ განცხადება "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ეს დამატებითი მტკიცებულებაა ხელისუფლების წინააღმდეგ.
ეს არის მოსმენების სრულიად ახალი, კიდევ უფრო დიდი მასშტაბის დადასტურება, რომ კრიტიკული მედიის ნიუსრუმებში დგას ჩამწერი მოწყობილობები და ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ დააყენა. აღნიშნული ფაქტი, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ვერ დარჩება და ეს დამატებითი მტკიცებულება იქნება ამ ხელისუფლების წინააღმდეგ.
ჟურნალისტების სარედაქციო პოლიტიკა და გადაცემის დაგეგმვის პროცესი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ფარული მიყურადების ობიექტი, რაც არის სრული კატასტროფა. ამაზე პასუხისმგებლობას ლილუაშვილის უწყება ვერ გაექცევა, იმიტომ რომ სწორედ სუს-ის უფროსის ნებართვის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა. ცხადზე-ცხადია, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია სუს-ის მიერ"- აცხადებს ნოდარ მელაძე.
ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუსს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრუმებში აქვს დამონტაჟებული.