უკანონო მოსმენები ნიუსრუმში - მედიაექსპერტები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ
უკანონო მოსმენები ნიუსრუმში - მესამე სექტორი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ამბობს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი სქემა.
ყოფილი ომბუდსმენი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების სამიზნე კრიტიკული მედიაა:
ყველამ ვიცით, რომ რეალურად ფარული მიყურადება ხდება უკანონოდ, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ ერთი გამოვლინებაა ასეთი დანაშაულებრივი სქემის და ამიტომაც აუცილებელია, ერთხელ მაინც მსგავი ფაქტების ობიექტური გამოძიება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.
ხდება ტოტალური მოსმენები, ტოტალური მიყურადება და სწორედაც რომ კრიტიკული მედიაა ერთ-ერთი სამიზნე ხელისუფლების. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ჩანაწერები ასევე ხდებოდეს სხვა მედიასაშუალებებშიც" - განაცხადა "ტვ პირველთან" უჩა ნანუაშვილმა.
გამოძიების დაწყებას და მის სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში წარმართვას ითხოვს მედიის ადვოკატირებისთვის კოალიციის კოორდინატორი, ნათია კაპანაძეც.
მისი თქმით, საქმის ობიექტური გამოძიება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუსს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრომებში აქვს დამონტაჟებული.