უკანონო მოსმენების სკანდალი ნიუსრუმში - ჟურნალისტები აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ
უკანონო მოსმენების სკანდალი ნიუსრუმში- "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტი, გიორგი გვიშიანი, ადასტურებს აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, "უცნობმა", სამთავრობო მედიით გაასაჯაროვა.
ჟურნალისტი პროკურატურისგან ითხოვს პასუხს, დაადგინონ, რატომ იყვნენ ფარული მიყურადების სამიზნეები ჟურნალისტები და თუ ადგილი ჰქონდა უკანონო მოსმენას, დადგინდეს, ვინ უსმენდა "პოსტ ფაქტუმის" გუნდს.
რა თქმა უნდა, სუს-ის ჩანაწერია და რა თქმა უნდა, აქ რაღაც არის დამონტაჟებული. ახლა გვჭირდება მოსაძებნი აპარატურა, რომლითაც უნდა მოვძებნოთ "ჟუჩოკი".
მოვიდა წყარო, ამის კონფიდენციალურობის დაცვის უფლებაც გვაქვს და ვალდებულებიც ვართ. შესაბამისად, ეს ჩვენ არ გვაზიანებს. ფაქტია, რომ რეპორტაჟი გასულია და გადაამოაწმონ, რომ ამ ქვეყანაში ასეთი ამბავი ნამდვილად ხდება.
მივმართოთ პროკურატურას, დაადგინონ, საიდან იყო ეს ჩანაწერები... ავთენტურობას ვადასტურებ, ასეთ საუბარის ნამდვილად ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, დაადგინონ საიდან გავიდა, ვისგან გავიდა, როგორ მიაწოდეს ეს ინფორმაცია და რას ემსახურებოდა ჩვენი მოსმენა. თუ ეს იყო კანონიერი, გვითხრან, რომ ჩვენ თვალთვალის ობიექტები ვართ, თუ არა, ეს ყველაფერი უკანონოა და დაადგინონ, ვინ გვისმენს უკანონოდ"- განაცხადა გიორგი გვიშიანმა.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს "პოსტ ფაქტუმის" კიდევ ერთი ჟურნალისტი, ლაშა კვესელაძე.
ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუსს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრომებში აქვს დამონტაჟებული.