მოსმენების სკანდალი გრძელდება - "მთავარი არხის" პროდიუსერს ორი წლის განმავლობაში უსმენდნენ
მოსმენების სკანდალური ამბის ხმაურიანი გაგრძელება - ირკვევა, რომ "მთავრი არხის" მთავარ პროდიუსერს, ორი წლის განმავლობაში უსმენდნენ.
ფაქტი თავად სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. თეო გიგლიგაშვილს ორი წლისთავზე გამომძიებელმა უთხრა, რომ უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ.
უცნობია, რა ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა სუს, რომ მოესმინა კრიტიკული მედიის საინფორმაციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირისთვის.
მოსმენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან განხორციელებული ზარი მოულოდნელი იყო, რადგან იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მითხრეს, რომ მისმენდნენ, წესით არ უნდა ვყოფილიყავი მიყურადებაზე აყვანილი. საუბარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე. თვითონ საქმეც იმდენად აბსურდული იყო, რარმოუდგენელი იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურს ამაზე გამოძუიება დაეწყო.
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი, რომელმაც რეპორტაჟი გააკეთა, გამოკითხვაზე იყო დაბარებული. არც არავის უკითხავს, თემა როგორ მოვძებნეთ, უბრალოდ, ორი წლის შემდეგ, საქმის კურსში ჩამაყენეს, რომ მისმენდნენ"- აცხადებს თეო გილიგაშვილი.
"მთავარი არხის" მთავარი პროდიუსერის განცხადებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტების მოსმენა ჩვეულებრივ მოცემულობად აქცია:
ხელისუფლებამ ჩვეულებრივ ნორმად აქცია, რომ ჟურნალისტებს შეიძლება უსმინო და შემდეგ შეიძლება, შენი საუბარი ყველგან დაგხვდეს. კონტროლირებად არხებზე, მათივე კონტროლირებად პირებს ეს გაავრცელებინონ, შეფუთონ როგორც უნდათ"- ამბობს გილიგაშვილი.
ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუსს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრომებში აქვს დამონტაჟებული.