რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს - "ოცნება" თავს იმართლებს
რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს - "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. სახელისუფლებო გუნდი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სხვადასხვა უცნაურ არგუმენტებს იშველიებს. ბექა დავითულიანი იმასაც კი ამბობს, რომ შესაძლოა, უკრაინამ თავად არ ისურვა, რომ საქართველო მისი მხარდამჭერების სიაში ყოფილიყო.
ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლემაც ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი ჰააგაში უკრაინის მხრიდან წამოწყებულ სარჩელს. რაც შეეხება ამ ნაწილს, ტქვენ თქვით, რომ 40 ქვეყანა და დედამიწაზე არსებობს 200-მდე ქვეყანა და არ ვიცი ამ 40 შორის ჩვენ რატომ არ ვართ. ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება, უკრაინას არ უნდოდა, რომ შენ მოგეწერა ხელი. ეს შეიძლება მათი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, - თქვა ბექა დავითულიანმა.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, კი ოპოზიციას მოუწოდებს, სპეკულაციებს თავი დაანებოს.
ჩვენ რომ დამალვა გვდომებოდა ამ პროცეფსებისგან, იმ 10 თუ 12 საერთაშორისო ინსტიტუციაში არ ვიქნებოდის თანახელმომწერები თუ თანამხარდამწერები ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინის საწინააღმდეგოდ. ბუნებრივია, რომ საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად საქართველო ყველგან ამბობს, როგორც განცხადებებში, ისე საერთაშორისო აქტებში და ინსტიტუტებში, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენტიტეტს და რა თქმა უნდა, გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე გირჩევთ, რომ სპეკულაციები საკუთარი ქვეყნის მიმართ, დავამთავროთ, - თქვა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტს, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს არ უერთდება. საუბარია გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 40 სახელმწიფოს მხარდამჭერ განცხადებაზე, რომლებმაც უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსეთის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.
მიმართვას ამერიკა და ევროკავშირიც უერთდება.