ჩვენ გვყავს კრიმინალი ხელისუფლება - გიორგი თარგამაძე მოსმენების სკანდალზე

14.07.22 15:47
ჩვენ გვყავს კრიმინალი ხელისუფლება - გიორგი თარგამაძე მოსმენების სკანდალზე

"სუს-ი ნაცვლად იმისა, რომ პასუხობდეს რეგიონში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს, უსმენს და უთვალთვალებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს" - ამის შესახებ "ტვ პირველს" ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, გუშინ საზოგადოებამ ხელისუფლების კრიმინალური საქმიანობის მორიგი მტკიცებულება იხილა. 

ეს გარემო ამაზრზენია. ძალიან ცუდია, თუ ჩვენ გაგვიჩნდა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა ამას ოდესმე შევეგუოთ. კლასიკური გაგებით, დღეს ჩვენ გვყავს კრიმინალი ხელისუფლება, რომლის კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი დამატებითი მტკიცებულება არის ის, რის შესახებაც გუშინ კიდევ ერთხელ საჯაროდ გაიგო, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ხელით. 

ამ ქვეყანას მათ შორის პროფესიული მოვალეობის შესრულების თუ პირადი ცხოვრების დაცულობის პრინციპების უზრუნველსაყოფად უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ - დიდი პოლიტიკური ცვლილებები"- აცხადებს ჟურნალისტი. 

ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუსს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრომებში აქვს დამონტაჟებული.