დაინტერესდით “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით - გიორგი გაბუნიას საგანგებო მიმართვა

14.07.22 17:34
დაინტერესდით “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით - გიორგი გაბუნიას საგანგებო მიმართვა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია, ბიძინა ივანიშვილის მეგობარი მომღერლის, გია გაჩეჩილაძის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. 

მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება არ უთვალთვალებს და რომ ჟურნალისტებს უკვე სამუშაო ოთახებშიც უსმენენ და იწერენ.

ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა. 

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი, განსაკუთრებით, მაგალითისთვის, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობს. 

მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს - აუცილებლად დაინტერესდით “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით"- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუსს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრომებში აქვს დამონტაჟებული.