მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია- საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

15.07.22 16:46
მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია- საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რიგგარეშე სესიის გამართვის შესახებ განკარგულება გამოსცა. დოკუმენტის თანახმად, რიგგარეშე სესია 18 ივლისს გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მოწვეულ იქნას რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან - წერია პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

რიგგარეშე საპარლამენტო სესიის გამართვის შესახებ მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციამ გაუგზავნა