ივანიშვილმა გოგაშვილი დააკავა მაშინ, როდესაც სისტემის ნგრევის საფრთხე შეიქმნა - ბოტკოველი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველის თქმით, სხვა დანაშუალებების მიუხედავად, ივანიშვილმა სოსო გოგაშვილის დაკავება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც სისტემის ნგრევბის საფრთხე შეიქმნა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სუსის-ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებით ივანიშვილმა თითი დაუქნია ყველას, ვინც შესაძლოა, გოგაშვილის მსგავსად ხმა ამოიღოს.
ივანიშვილმა ის არ დააკავა მაშინ, როდესაც გაუბედურდა მაჩალიკაშვილების ოჯახი, ის არ დააკავა, როდესაც კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდა ვახა მაჩალიკაშვილი, მაგრამ დააკავა მაშინ, როდესაც ამ სისტემის ნგრევას შეექმნა საფრთხე. რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მასთან იყო თუ არ იყო, ნებისმიერი ხმის ამოღების შემთხვევაში აი, სწორედ ასე მოგექცევით და სახლში შემოგივარდებათ სპეციალური დანიშნულების რაზმი და ეს არის ასევე, გზავნილი მოსამართლეების მიმართ. მაგალითად, ბატონ გვარამიას მოსამართლეს, ჩხიკვაძეს რომ ის წერილი არ გამოექვეყნებინა, რა წერილიც გამოაქვეყნა..., - თქვა ბოტკოველმა.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი 15 ივლისს მისსავე სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.