ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია - მეზვრიშვილი გოგაშვილის დაკავებაზე
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი, "ოცნების" მიერ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებას ძალის დემონსტრირების მცდელობად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სისტემის მხილების შიშით ივანიშვილი პანიკაშია.
„ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ რაღაცა ცირკში შეგვიყვანოს, იმიტომ, რომ არ ვიცი... ვინმეს სჯერა, რომ გოგაშილი, რომელმაც წლებია, თანამდებობა დატოვა, სახლში ინახავდა ჩანაწერებს? რაც შეეხება ფორმას მისი დაკავების, რაც იყო ძალის დემონსტრირება „ოცნების“ მხრიდან, პირველ რიგში, მათი პარტიის შიგნით, იმისთვის, რომ არავის გაუჩნდეს განსხვავებული აზრის დაფიქსირების სურვილი. ბიძინა ივანიშვილი არის პანიკაში, - ამბობს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი 15 ივლისს მისსავე სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.