ამხილეთ დანაშაულებრივი სისტემა! - გიორგი ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, არ გამორიცხავს, რომ სოსო გოგაშვილის შემდეგ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სისტემას ამხელენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ძალოვანებს მოუწოდებს, დანაშაულებრივი რეჟიმი ამხილონ.
სოსო გოგაშვილი ვინ იყო და როგორ ემსახურებოდა ამ სისტემას, ყველამ კარგად იცის, მაგრამ სულ უფრო მეტი და მეტი იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამხელენ დანაშაულებრივ რეჟიმს. ამხილეთ ეს დანაშაულებრივი სისტემა! ყველას დაგიდგებით გვერდში!, - თქვა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი 15 ივლისს მისსავე სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.