"დამშვიდდით..." - მდინარაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ ელოდება

19.07.22 17:18
"დამშვიდდით..." - მდინარაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ ელოდება

დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში? - მამუკა მდინარაძე საზოგადოებას ამშვიდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ეს მოსალოდნელი არ არის.

მდინარაძის თქმით, ივანიშვილი შესაძლოა მხოლოდ პირად თემებზე პასუხის გასაცემად გამოვიდეს.

„ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან არ არის ეს მოსალოდნელი. დამშვიდდით. ერთადერთი მინიშნება იყო მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც მან თქვა, რომ შესაძლოა, თუ სწორად მახსოვს, მის პირად თემებზე, მის მიმართ შანტაჟზე ალბათ, ასე ივარაუდებოდა, შესაძლებელია გამოვიდეს. სხვა თემებზე არამგონია. იმის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ასევე, რომ ღაღაც შეხვედრა იყო მსგავსი“.  - თქვა მამუკა მდინარაძე.
 

"ოცნებიდან" წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს და კითხვებს პასუხი თავად გასცეს.