ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო - "ოცნების" დეპუტატი
"ევროკავშირის ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო" - კარლ ჰარცელის ლანძღვას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც შეუერთდა.
კითხვა რა ვერ გააკეთა ელჩმა, დეპუტატმა სამხარაძემ უპასუხოდ დატოვა.
კარლ ჰარცელზე იერიში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს მიიტანა. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებშ მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.