როგორც ასლან აბაშიძე აფეთქებდა ხიდებს საქართველოს წინააღმდეგ, ისე აფეთქებს "ოცნება" ხიდებს ევროპასთან - ბეჟაშვილი
როგორც ასლან აბაშიძე აფეთქებდა ხიდებს საქართველოს წინააღმდეგ, ისე აფეთქებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხიდებს ევროპასთან - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი მმართველი პარტიის ლიდერების ფორსირებულ შეტევას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე.
საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც რუსი ოლიგარქის ინტერესებში არ შედის კანდიდატის სტატუსის მიღება. როგორც ასლან აბაშიძე აფეთქებდა ხიდებს საქართველოს წინააღმდეგ, ისე აფეთქებენ "ქართული" ოცნების წარმომადგენლები ხიდებს ევროპასთან და ამით ცდილობენ რომ საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმონ"- თქვა ბეჟაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების ბოლდროინდელ ანტიევროპულ რიტორიკასა და კელი დეგნანზე ფორსირებულ შეტევას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპრეცენდენტოდ მწვავე შეფასება მოყვა.
ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ღიად საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირის ბოლოდროინდელი რიტორიკა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ხელს უშლის.