პატრიარქის გადაყენების ოპერაცია - მეუფე ანტონი ადასტურებს, რომ საპატრიარქოში გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ადასტურებს, რომ საპატრიარქოში გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა. საუბარია პატრიარქის გადაყენებაზე.
ამასთან, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ თავად ილია მეორე გადადგომის ინიციატორი არ ყოფილა.
მეუფე ანტონი ასევე, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილის ინფორმაციის გვიან გამჟღავნების გამო აკრიტიკებს.
ილია მეორის სურვილი რატომ უნდა ყოფილიყო, ასეთი საკითხი გამორიცხულია. რაღაცა ხდებოდა, მაგრამ უწმინდესის სურვილი რატომ უნდა ყოფილიყო. ვერ ვგებულობ, არზრზე არ ვარ... ის კი ვიცი, რომ მაგას თანამდებობდა ჰქონდა და მაგას ბევრი რამე უნდა სცოდნოდა და ბევრი რამე იცის. დანარჩენი რა, როგორ , რანაირად, ვე ვხვდები...რატომ მაშნ არ თქვა და რატომ ახლა ამბობს?, - თქვა მეუფე ანტონმა "პირველებთან" სატელეფონო საუბარში.
სოსო გოგაშვილი ციხიდან ახალი კარტები გახსნა და ნოდარ მელაძის შაბათის ეთერს პატრიარქის გადადგომის სპეცოპერაციის საიდუმლო ამბავი გაუმხილა.