საქართველო მარტო თბილისი არ არის, იქირავონ ბინა რეგიონში - კალაძე უკრაინელ ლტოლვილებზე

01.08.22 20:36
საქართველო მარტო თბილისი არ არის, იქირავონ ბინა რეგიონში - კალაძე უკრაინელ ლტოლვილებზე

უკრაინიდან ჩამოსულებს შეუძლიათ, მათთვის დასახმარებლად გამოყოფილი თანხით ბინები რეგიონებში იქირავონ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი სიტყვებით, არ არის აუცილებელი, ომს გამოქცეულები საქართველოს დედაქალაქში დარჩნენ. კახი კალაძე პასუხისმგებლობას მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.

პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს ჯანდაცვის სამინისტრო. იქ გამოიყოფა 300 ლარიანი დახმარება ოჯახზე. გარდა ამისა, ერთ სულზე იქნება 45 ლარი თვის განმავლობაში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, იქირავონ ბინები.

საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის. შესაბამისად, ამ თანხით თავისუფლად არის შესაძლებელი ბინების ქირაობა სხვადასხვა რეგიონში - განაცხადა კახა კალაძემ.

დღეიდან თბილისსა და ბათუმში სასტუმროებში განთავსებულ 2300-მდე უკრანელ ლტოლვილს სახელმწიფომ დაფინანსება შეუწყვიტა და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვა.

ოპოზიციურმა პარტიებმა მოწოდება გაავრცელეს და საზოგადოებას უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად მოუწოდეს.

მსგავსი სიახლეები