რუსული ფულით აშენებული ტაძრები საქართველოში - თეოლოგი საფრთხეებზე საუბრობს

02.08.22 13:37
 რუსული ფულით აშენებული ტაძრები საქართველოში - თეოლოგი საფრთხეებზე საუბრობს

რუსული ფულით აშენებული ტაძრები საქართველოში - თეოლოგები ამბობენ, რომ ეს კრემლის ჰიბრიდული ომის ნაწილია და ხალხის რელიგიურ გრძნობებზე თამაშით ოფიციალური მოსკოვი ახლა ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

სპეციალისტების თვალსაზრისით, რუსული ფულით აშენებულ ეკლესიებში ქადაგებისას სასულიერო პირებს კრემლის მიმართ კეთილგანწყობა მრევლზე გადააქვთ.

ცდილობენ, ეს ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ რაც შეიძლება, გაძლიერდეს. რატომააა ცუდი ტაძრების აშენება და შემდგომ მრევლზე მუშაობა სასულიერი პირების მხრიდან? 

სამწუხაროდ, სასულიერო პირები გახარებული არიან, რადგან ფული შემოდით ამ რუსი ბიზნესმენებისგან, საქმე გაუკეთეს, ტაძრები აუშენეს, ეს არის შესაბამისად, მათი მატერიალური უზრუნველყოფის წყარო. 

ასეთი ქართველი მღვდლები ყველაფერზე უარს ამბობენ, ღირსებაზე, სამართლიანობაზე, პატიოსნებაზე, მათთვის მთავარია მატერიალური შემოსავალი და ამავესა უჩიჩინებენ მრევლსაც და ეუბნებიან, რომ აი, ეს არის რუსების გაკეთებული, რუსეთი იცავს მართლმადიდებლობას და შესაბამისად, ჩვენც და აუცილებლად კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ რუსების მიმართ - აცხადებს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.

ექსპერტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ რუსეთმა ეკლესია იმის გამო აირჩია, რომ მას დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე და უფრო ადვილად შეძლებს კრემლის ინტერესების გატარებას.

ეკლესიას მეტი ძალაუფლება და გავლენა აქვს, ვიდრე ნებისმიერ მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ეკლესია ხელშეუხებელია. ვხედავთ, როგორ მოწიწებით ეპყრობიან ჩვენი უწყებები ეკლესიას. 

ვერც ერთი უწყება ვერ გაუბედავს გაზულუქებულ ეკლესიას, მოდი, ახლა მე შენ ფინანსები უნდა შეგიმოწმოო. თუ არის ეს ფული წმინდა საქმეზე, ეკლესიის აგებაზე, დახარჯული. არადა, ყველა ეს თანხა არის კანონდარღვევით მოპოვებული. 

ცივილიზებულ, სეკულარულ სახელმწიფოში ასეთი თანხები ძალიან მკაცრად უნდა მოწმდებოდეს - ამბობს ნატა ფერაძე.

 რუსული ფულით ქართული ეკლესიის მშენებლობა და გააქტიურებული ჰიბრიდული ომი- ფაქტები ,,აი ფაქტის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

რუსული ფულით აშენებულ ეკლესიები საქართველოში - დადასტურებულია, რომ ბოლო წლებში რუსული ფულით ჩვენს ქვეყნაში 20-მდე   ტაძარი აშენდა.

ეს ფული კი ეკლესიაში რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების  ხელით შემოვიდა.

მსგავსი სიახლეები