გოგაშვილთან ჩემი მხრიდან იყო ნული შეთავაზება, მისი მხრიდან კი არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

15.09.22 14:01
გოგაშვილთან ჩემი მხრიდან იყო ნული შეთავაზება, მისი მხრიდან კი არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის სკანდალურ ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ირწმუნება, რომ გოგაშვილებთან ვახშამზე იმყოფებოდა და მისი მხდიდან რაიმე თანამდებობის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ გოგაშვილის მიერ ხსენებულ ბექა მამერდაშვილს საერთოდ არ იცნობს: 

5 წლის წინ ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე. იმ დროს რა შეთავაზება უნდა გამეკეთებინა დასაქმებასტან დაკავშირებით, არ ვიცი.

 ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ვახშამზე დამპატიჟა, ვიყავი მისული, მათ შორის ხათრითაც. ადამიანურად ძალიან მძიმეა, როდესაც ამას მოგვიანებით რაღაცისთვის იყენებ. ის აღარ იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, ალბათ 2020 წელი იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩემი მხრიდან იყო ნული შეთავაზება, მისი მხრიდან კი არაერთი თხოვნა დასაქმებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ვიგებთ, რომ მას დაუგროვებია 5 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ამ პერიოდში. აქედან გვიჩნდება გარკვეული ეჭვები, რომ ის საქმიანობა, რომელსაც ის ახორციელებს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, კარგად ანაზღაურებადია.

მსგავსი სიახლეები