„არაკაცის არაკაცო“ - ნიკა მელიას პასუხის პასუხი კობახიძეს
"არაკაცის არაკაცო!" - ამ სიტყვებით ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს პასუხობს და "ოცნების" თავმჯდომარეს ურჩევს ვადამდელ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებაზე იფიქროს.
კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.
კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა - მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.
ჰოდა, არაკაცის არაკაცო!
უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.
დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდით თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ". - წერს მელია.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას „კაცის კაცი“ უწოდა.
"ოცნების" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებამ გააღიზიანა, სადაც „ენმ“-ს ლიდერმა კობახიძეს რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი უწოდა.