კრებსები ივანიშვილთან, მამაცაშვილთან, პრემიერთან, კობახიძესთან და კალაძესთან მიმქონდა - სუს-ის ყოფილი თანამშრომლის სკანდალური აღიარება
უკანონო მოსმენების სკანდალის ახალი გაგრძელება - სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი "პირველებთან" ალაპარაკდა და ამბობს, რომ 2015 წლიდან 2018 წლამდე სუსი-დან გამოტანილი კრებსები პირდაპირ "ქართული ოცნების" ბოსებთან პარტიის ოფისში მიჰქონდა.
ალექსანდრე სამხარაძე ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვის ხელშიც ეს ფაილები ხვდებოდა.
ბექა მამარდაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა. მას ჯგუფი ჰყავდა და რომელსაც ეველებოდა უკანონო მოსმენები. გამოჰქონდა კრებსები, მერე ეს კრებსები მიმქონდა ხან ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერთანაც, კახა კალაძესთან, ირაკლი კობახიძესთან და უჩა მამაცაშვილთანაც წამიღია.
კვირაში სამჯერ კალაძესთან წამიღია. კვირაში ერთხელ - უჩა მამაცაშვილთან. დღეში ორჯერ წამიღია ირაკლი კობახიძესთან.
ეს იყო პირდაპირ ივანიშვილის დავალება, ეს მის გარეშე არ მოხდებოდა. რაც ხდება ქვეყანაში ეს ყველაფერი მასთან შეთანხმებით ხდება.
პარალელურად ცნობილი ხდება რომ კიდევ ერთი ოპერატიული მუშაკი ბექა მამარდაშვილი სუსი-დან წამოსვლის შემდეგ ქართუ ბანკში დასაქმდა. ირკვევა ისიც რომ უკანონო მოსმენების სკანდალის შემდეგ მამარდაშვილი გაუჩინარდა და საცხოვრებელი სახლში შეიცვალა.