შემოგვითვალა, დაგსვავთ ნულზეო... ბოლო მუქარა ოჯახის ლიკვიდაცია იყო - გოგაშვილის ცოლი მურუსიძეზე

22.09.22 16:15
შემოგვითვალა, დაგსვავთ ნულზეო... ბოლო მუქარა ოჯახის ლიკვიდაცია იყო - გოგაშვილის ცოლი მურუსიძეზე

გოგაშვილების ოჯახი ლევან მურუსიძის ბრალდებებზე დუმილს არღვევს. 

თეა მარტყოფლიშვილი მურუსიძის მხრიდან მათ მიმართ შემოთვლილ მუქარაძე პირდაპირ საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლე, გოგაშვილების ოჯახს ნულზე დასმითა და ლიკვიდაციითაც კი დაემუქრა.

ვიცოდი ჩემი მეუღლისგან, რომ მას 100 ჰექტარი მიწა აყიდინა კახეთში და მისთვის სანდო პიროვნებაზე ჰქონდათ გადაფორმებული. ვიცით, რომ ეს პიროვნება, სავარაუდოდ, ქალია. თუკი სოსო გოგაშვილი მას აშანტაჟებდა, რა განცხადებაც გუშინ გააკეთა, ამდენი წლის განმავლობაში ჩვენთან რომ მოდიოდა, მაშინ არ აშანტაჟებდა სოსო გოგაშვილი? ან თუ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა რატომ იყო გაჩუმებული, რას ელოდებოდა? შემომითვალა, პროკურატურაც ჩვენია, სასამართლოც ჩვენია, სუს-იც ჩვენია, შსს-ც ჩვენია და სულ არ მაინტერესებს რა დოკუმენტაცია გაქვთ, ვნახოთ ერთი რას დაამტკიცებთო. დაგსვავთ ნულზეო. აი, ასეთი მუქარა იყო. ბოლო მუქარა იყო კიდევ, ოჯახის ლიკვიდაცია, თუ ამითაც არ შეგაშინებთ და არ გაჩერდებითო“. - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები