სისტემის ნგრევა დაწყებულია, პროკურატურას ბევრი ადამიანი დატოვებს - ოპოზიცია

22.04.21 17:37
სისტემის ნგრევა დაწყებულია, პროკურატურას ბევრი ადამიანი დატოვებს - ოპოზიცია

გახმაურებული საქმეების პროკურორის, ზაზა დათუკიშვილის, გაცხადებას, სადაც ის პროკურატურიდან წასვლის მიზეზად საგამოძიებო ორგანოში არსებულ პრობლემებს ასახელებს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, ამბობს, რომ სისტემას კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს, რადგან შიგნით არსებული პრობლემები თავს აუცილებლად იჩენს.  დეკანოიძე სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ცალკეული ადამიანების წასვლა ვერაფერს შეცვლის. 

კიდევ ბევრი ადამიანი დატოვებს „ქართულ ოცნებას“ და იმ სისტემას, რომელსაც ემსახურებიან, იმიტომ, რომ სისტემა იმდენად სადამსჯელო, რეპრესირებულ და პოლიტიკურად მოტივირებულად გადაიქცა, რომ ფაქტია, რომ შიგნით პრობლემები აქვთ და აწუხებთ ეს ძალიან. კარგია, თუ ვინმეს მაინც ობიექტური თვალსაზრისი გაეხსნა, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ სანამ სისტემა თავიდან ბოლომდე არ შეიცვლება, კონკრეტული ადამაინების წასვლა ვერაფერს შეცვლის, - აცახდებს დეკანოიძე.

„ლელოს“ წევრი, ლევან სამუშია, პროკურორის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ პრობლემა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. 

როდესაც სისტემიდან გამოსული ადამიანები უკვე სისტემას შიგნიდან ამხელენ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და დასაფასაბელიცაა. ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ქვეყანაში,  - ამბობს სამუშია.

პროკურორის მხრიდან ხარვეზების დასახელებას ითხოვს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი. 
ის ფიქრობს, თუ რამე ხარვეზია, ეს ხარვეზი უნდა დაასახელონ. ზოგადი განცხადების შეფასება კი რთულია.  

არ ვიცნობ, სიახლეებიდან გავიგე, რომ არსებობს ასეთი ადამიანი და პროკურორი, ასე რომ, ვერაფერს გეტყვით, - აცხადებს პაპაუშვილი.
 

გახმაურებული საქმეების პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა, 10 წლიანი მუშაობის შემდეგ პროკურატურა დატოვა. პოსტიდან წასული დათუკიშვილი "ტვ. პირველთან" ამბობს, რომ მართლმსაჯულებაში პრობლემაა.  

მსგავსი სიახლეები