უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე - წულუკიანი გელათზე

22.09.22 17:37
უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე - წულუკიანი გელათზე

თეა წულუკიანი ამბობს, რომ გელათის სამონასტო კომლექსთან დაკავშირებით პასუხიმგებლობას არ იღებს, მის მინისტრობამდე რა პრობლემებიც არსებობდა ეს მას არ ეხება და პასუს არ აგებს. 

მე მინდა ყველას შევახსენო, ჩასაფრებულებს, მეგობრებს, პარტნიორებს, მტრულად განწყობილებს და ასე შემდეგ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემები დაიწყო 2008 წლიდან. მე უარს ვამბობ ვაგო პასუხი, თუ რა ხდებოდა 2021 წლის მარტამდე", - თქვა წულუკიანმა. 

წულუკიანმა ასევე კომენტარი გააკეთა გელათის კრამიტზე, რომლის ექსპერტიზის დასკვნა არ მიუღია.

ჰქონდა თუ არა ჩატარებული ექსპერტიზა იმ კრამიტს, რომელიც გელათზე დააგეს? ვითხოვდი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არ მოდიოდა და აღმოჩნდა, რომ არა, არც ერთ კრამიტს ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა“. - განაცხადა კულტურის მინისტრმა

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ გელათის ფრესკებზე  მხატვრობის ჩამოცვენის რისკი აღარ არსებობს.

კედლის მხატვრობის ჩამოცვენის რისკი უკვე რამდენიმე თვეა აღარ არსებობს. ვისაც არ უნდა რომ ეს დაიჯეროს, იმიტომ რომ ხარაჩოზე ვერ სეირნობს ისე როგორც ადრე სეირნობდნენ. ჩვენ ჩავკეტეთ ხარაჩოზე სეირნობის ჰობი და იქ ადიან მხოლოდ პროფესიონალები“. - აცხადებს წულუკიანი.
 

მსგავსი სიახლეები