ძეგლთა დაცვის სისტემაში რეფორმა განხორციელდა, ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება - წულუკიანი
კულტურის მინისტრის თქმით, ძეგლთა დაცვის სისტემაში რეფორმა განხორციელდა, ზოგი კი ამას რეპრესიებს უწოდებს.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამისთვის ბოდიშს არ მოიხდის.
მინისტრმა დაასახელა ის კრიტერიუმები, რომლებსაც მისი აზრით, თანამშრომლები უნდა აკმაყოფილებდნენ.
ძეგლთა დაცვის სისტემაში სერიოზული რეფორმა განხორციელდა. ზოგი ამას რეპრესიებს უწოდებს, ორივე რ-ზე იწყება, არა უშავს. რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ის ადამიანები, ვინც ნეპოტიზმით, უცოდინარობის მიუხედავად, მუშაობდნენ სისტემაში, ჩვენ მათ დავემშვიდობეთ.
მე არ მაქვს კრიტერიუმები, რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გარდა - ეს არის პროფესიონალიზმი, დაუზარლობა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გვყავდნენ ჩვენ ადამიანები, ეუბნები, რომ წადი ამ ძეგლზე ამოსულია ხე და მას უბრალოდ ეზარება, რომ წავიდეს. ძალიან მრცხვენია ამაზე რომ მიწევს საუბარი, მაგრამ მე ვერ ვმუშაობ ასე და ბოდიშს არ მოვიხდი ამისთვის, როდესაც მე არ მეზარება შრომა, მაგრამ თანამშრომელი მყავს, რომელსაც ეზარება შრომა“. - ამბობს წულუკიანი.