სადღაც, მესიმპათიურებით კიდეც - წულუკიანი მაჭუტაძეს

22.09.22 20:57
სადღაც, მესიმპათიურებით კიდეც - წულუკიანი მაჭუტაძეს

"სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპატიურებით კიდეც", - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მაჭუტაძეს. 

ამით თეა წულუკიანი გამოეხმაურა მაჭუტაძის განცახადებას, რომ ,,ის მისი მტერი არ არის“.

თქვენ მითხარით ისეთი სიტყვები, რომლითაც ძალიან გახარებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ ჩემი მტერი. მე არც მიგულისხმია არასდროს, რომ თქვენ ჩემი მტერი ხართ. რა თქმა უნდა ვარ, ხისტი, „ზონდერიც“, როგორც თქვენმა კოლეგებმა მაკადრეს, რაც გინდათ ის ვარ, მაგრამ გულწრფელი ვარ, მგონი ეს დასაფასებელია. ამიტომ, სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპათიურებით კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს“ - განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები