მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შესაძლოა, ისევ გადაიდოს
მესამე პრეზიდენტის სასამართლო შესაძლოა, ისევ გადაიდოს - მიზეზი ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა.
საქართველოს საზღვრის კვეთის საქმე- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჩახნაშვილს დღეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ეპიზოდზე უნდა ემსჯელა, თუმცა, კლინიკა ,,ვივა მედის" ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბრალდებულის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ვერც დარბაზში მიიყვანენ და ვერც დისტანციურად ჩაერთვება.
ბოლო რამდენიმე პროცესი გადაიდო მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იმ ინფორმაციით, რასაც მე ვფლობ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მძიმეა და მესამე პრეზიდენტი კვლევ ვერ შეძლებს პროცესში მონაწილეობას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პროცესი გადაიდოს. თუმცა, ჩვენ დამოკიდებული ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.