"საპროცესო დარღვევებს ვხედავთ" - გოგაშვილის ადვოკატი განჩინებაზე
სოსო გოგაშვილის ადვოკატი იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც გოგაშვილის ოჯახის ქონებაზე ყადაღის დადებას უკავშირდება. დიმიტრი ღონღაძის განმარტებით, განჩინება უფლებამოსილ პირს 48 საათის განმალობაშ უნდა ჩაბარდებოდა, თუმცა ეს პროცედურა დაირღვა.
მთავარი დარღვევა, ჩვენ რაზეც ვაპელირებდით იყო ის, რომ ეს განჩინება მიღებული იქნა სამი დღის წინ. საპროცესო ნორმის თანახმად, განჩინება ქონების ყადაღის თაობაზე უფლებამოსილ პირს, რომელსაც აქვს მისი გასაჩივრების უფლებამოსილება, უნდა ეცნობოს 48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ჩვენ, 48 საათზე მეტია უკვე, მესამე დღეა, არაფერი არ ვიცოდით. აღნიშNნლი განჩინება ჩვენ ოფიციალურად არ ჩაგვბარებია. არ მომხდარა მოძრავი ნივთის დალუქვა და მასზე ლუქების განთავსება. ამ საპროცესო დარღვევებს ვხედავთ ჩვენ ამ პროცედურებში, რომლის თაობაზეც ჩვენ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს მივმართავთ, - ამბობს ადვოკატი.
სოსო გაგაშვილის ოჯახში დილიდან ისევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებელთა ჯგუფი ავთო ვარაზის ქუჩაზე დილით ადრე გამოჩნდა და სახლში შეშვებას ითხოვდა. ოჯახს ეჭვი ჰქონდა, რომ ძალოვანები კიდევ ერთ ჩხრეკას გეგმავდნენ და სუსის დაკავებული მაღალჩინოსნის ოჯახზე ფსიქოლოგიური ტერორის მოწყობას ცდილობდნენ, თუმცა ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ რეალობა შეიცვალა.
სუსის თანამშრომლებმა გოგაშვილის ოჯახს განუმარტეს, რომ ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ და ოჯახის კუთვნილი ავტომობილები უნდა დააყადაღონ.