ხმაური პარლამენტში - ოპოზიციამ "ოცნებას" ივანიშვილის დაპირებები ტრიბუნიდან მოასმენინა
ხმაური და დაპირისპირება პარალემენტში - ოპოზიციამ დღეს "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილის დაპირებები საპარლამენტო ტრიბუნიდან მოასმენინა, რამაც სახელისუფლებო გუნდი წყობიდან გამოიყვანა. დავით კირკიტაძემ სხდომათა დარბაზში ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ჩართო და ოპონენტებს უთხრა, რომ ოლიგარქს აღნიშნული დაპირებები დრემდე არ შეუსრულებია. საუბარია, ძირითადად ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რომელიც ხალხზე უნდა ასახულიყო.
ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მოგასმენინეთ და შეგახსენეთ, თქვა 2012 წლის 24 დეკემბერს. დღეს რომელ წელია, ქალბატონო რიმა? და რით ვეღარ დადგა ის მეოთხე, სანუკვარი წელი, რომელსაც გვპირდებოდა და საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო საქართველოს მოქალაქეს?, - თქვა კირკიტაძემ.
ივანიშვილის შემდეგ ჯერი "ქართულ ოცნების" ბიზნესმენ წევრებზე მიდგა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აღნიშნა, რომ მათ ფონზე, საზოგადოებაში უამრავი გაღარიბებული ადამიანი არსებობს.
აგერ აქ ბატონი წაქაძე იცინის და ხელებს იქნევს... რა ენაღვლება? ამხელა სამშენებლო კომპანია აქვს და საპარლამენტო მანდატი მხოლოდ იმისთვის უნდა, რომ თავისი ბიზნესი იმას ქნას... მაგრამ რა ჰქნას ჩვეულებრივმა ადმაიანმა? აქ ზის და იცინის. შენი ყვირის არავცის ეშინია. თქვენ ხართ ყველაზე მდიდარი დეპუტატი და თქვენ გიცავენ ეს ჯანდაცვის მინისტრიც და უმრავლესობაც და არა იმ ხალხს, ასეა!, - თქვა კირკიტაძემ.
მხარეებს შორის დაპირისპირება იქამდე მივიდა, რომ კონფლიქტის განმუხტვა მანდატურებს მოუწიათ.
პარლამენტში მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ამ დროისათვისაც გრძელდება. ამ წუთებში ერთმანეთს რომან გოცირიძე და დავით მათიკაშვილი ედებატებიან. საქმე კვლად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.
ტრიბუნიდან დეპუტატებს ასევე მამუკა მდინარაძემაც მიმართა, რომელმაც ხელი ისევ "ნაციონალური მოძრაობისკენ" გაიშვირა და თქვა, რომ ისინი დესტრუქციულები არიან და საკუთარი დღის წესრიგის დამყარება უნდათ.