თემურ კუპატაძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

23.09.22 16:48
თემურ კუპატაძე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.

თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა." - წერს შსს.

მსგავსი სიახლეები