ვინც რუსეთიდან შემოდის, 80% ეთნიკურად ქართველია - ირაკლი ზარქუა

23.09.22 18:06
ვინც რუსეთიდან შემოდის, 80% ეთნიკურად ქართველია - ირაკლი ზარქუა

80% ეთნიკურად ქართველია იმ პირებისგან, ვინც რუსეთიდან შემოდის,   - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა, რუსეთიდან დიდი რაოდენობით ხალხის საქართველოში შემოსვლაში რისკებს ვერ ხედავს. 

რუსეთიდან ვინც შემოდის, ძალიან ბევრი არის ეთნიკურად ქართველი. ისინი ბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. დაახლოებით 80% არის ეთნიკურად ქართველი. დიახ, ჩვენ ვეხმარებით. იქ, სადაც ოდნავ რისკი მაინც არის, ჩვენი ქვეყნისთვის, იმათ უკან ვაბრუნებთ. არც ქვეყანაში ვუშვებთ და მოქალაქეობაზე ხომ ზედმეტია საუბარი. - აცხადებს ირაკლი ზარქუა

სააგენტო pmc.ge -ის ინფორმაციით, ბოლო 5 თვეში საქართველოში 228 ათასზე მეტი რუსი ვიზტორი შემოვიდა. მათი უმრავლესობა კი ქვეყანაში დარჩენას გეგმავს. 

ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, გაამკაცრის საემიგრაციო კანონი და რუსეთთან სავიზო რეჟიმი აღადგინოს. 

მსგავსი სიახლეები