უკრაინა ორ კვირაში დაასახელებს ივანიშვილის ახლო გარემოცვის იმ წევრებს, ვისაც სანქციები არ აცდება - ელენე ხოშტარია
უკრაინა ორ კვირაში დაასახელებს ივანიშვილის ახლო გარემოცვის იმ წევრებს, ვისაც სანქციები არ აცდება - კიევში მოლაპარაკებების შემდეგ ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ,,პირველებს" დაუდასტურა, რომ ქართველი ოლიგარქის გარემოცვის დასანქცირების საკითხი ფინალშია გასული.
უკვე ცნობილია, სად დაუწესედება პირველი შეზღუდვები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას. ეს ლონდონის საფონდი ბირჟაა.
ოფიციალურმა კიევმა უკვე გააფორმა შეთანხმება მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ საფინანსო ინსტიტუციასთან, რომელიც თანახმაა, უკრაინის მიერ დასანქცირებული პირები ლონდონის ბირჟის მიღმა დატოვოს.
დიდი ბრიტანეთსა და ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორებში, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მისი დისშვილის, დეიდაშვილის, ასევე მინი-ოლიგარქ ვანო ჩხარტიშვილის მილიონები იმალება.
დღემდე უკრინის სახელისუფებო პორტალმა სანქცირების 12 კანდიდატი დაასახელა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სია დაკონკრეტდებ და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოხვდეს.
ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში კიდევ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. ეს სია არის მხოლოდ ბაზა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო დაასანქცირებს ამ ადამიანებს.
პროცესი არ ჩერდება, პროცესი მიდის. უკრაინა არ აპირებს, რომ ქართველი ხალხი, რომლის მხარში დგომასაც ის გრძნობს, მარტო დატოვოს - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფი კომპანიამ ცოტა ხნის წინ სანქციების გარანტიები მისცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, NAPC-ს. ისინი დაეყრდნობიან NACP-ის რეესტრს საკუთარი მონაცემთა ბაზის განახლებისას. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და მის საყრდენ ოლიგარქებთან ბიზნეს გარიგებების დადება, მათ კომპანიებში ინვესტირება, დონორებთან თანამშრომლობა ხდება სარისკო. ეს ფინანსურ რესურსებზე წვდომის პრაქტიკულად შეზღუდვას ნიშნავს.