ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთის, ლონდონის საფონდო ბირჟის კარი, შესაძლოა, ძალიან მალე დაიკეტოს

24.09.22 11:32
ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთის, ლონდონის საფონდო ბირჟის კარი, შესაძლოა, ძალიან მალე დაიკეტოს

ლონდონის საფონდო ბირჟის კარი ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთის  შესაძლოა, ძალიან მალე დაიკეტოს. 

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ცნობილი ხდება კონკრეტული დრო, თუ როდის უნდა ელოდოს ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები უკრაინისგან სანქციებს.

„დროას“ ლიდერი, რომელიც ახლა კიევში აწარმოებს შეხვედრებს, ამბობს, რომ ეს დრო შეიძლება დადგეს 2 კვირაში და ბიძინა ივანშვილისა და მისი გარემოცვისთცვისთვის სრულად ჩაიკეტოს ლონდონის ბირჟის კარი.

ოპოზიციის თქმით, ეს მოსალოდნელი იყო.

„ენმ“-ს წევრის  ბაჩო დოლიძის თქმით, როდესაც რუს ბიზნესმენებს სანქციების აცილებაში ეხმარები, ნამდვილად მოსალოდნელია რომ თავადაც დასანქცირდე.

მაშინ, როდესაც, მართლა უდანაშაულო ადამიანების სისხლი იღვრება ყოველდღიურად, უდანაშაულო ბავშვების, მოხუცების და შენ ამ დროს რუს ბიზნესმენებს ხელს უწყობ სანქციების აცილებაში და ერთობლივად აკეთებენ ფულს უკრაინაში არსებული ტრაგედიის ფონზე, რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა მოყვება სანქციების ქვეშ". - ამბობს დოლიძე

ბიძინა ივანიშვილი,  მისი დისშვილი,  დეიდაშვილი და  მინი ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საკუთარ მილიონებს დიდი ბრიტანეთსა და ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორებში ინახავენ. 

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ახლა სანქიების მოლოდინში არიან. უკრაინამ უკვე დააანონსა რომ სულ რაღაც ორ კვირაში სრულად დაასახელებს იმ პირთა სახელებს, ვინც ოლიგარქის ახლო გარემოცვაშია და ისინი ავტომატურად შავ სიაში მოხვდებიან.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი თანახმაა, უკრაინის მიერ დასანქცირებული პირები ლონდონის ბირჟის მიღმა დატოვოს.
 

მსგავსი სიახლეები