სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში - კალაძე, სასოწარკევთილ მოქალაქეებს პასუხობს
თბილისში ტრასპორტით გადაადილება უკვე შეუძლებელია. ცენტრალურ უბნებში სრული კოლაფსია. გადაჭედილია მეტროსადგურები.
ხალხი იძულებულია, ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე უარი თქვას და ქალაქში ფეხით გადაადგილეს, ამ ფონზე კი ისედაც პარალიზებულ უბნებში კახა კალაძე სარესბილიტაციო სამუშაოებს აანონსებს.
ყოველთვის გვაგვიანდება სემინარებზე, ან როდესაც გვაინ ვრჩებით, 2 და 3 საათი გვჭირდება გზაში. დღის ნახევარს საცობებში ვატარებთ და ეს ძალიან დიდი დისკომფორტია“ - ამბობენ სტუდენტები.
სასოწარკევთილ მოქალაქეებს დღეს თბილისის მერმა უპასუხა.
კახა კალაძე ამბობს, რომ საცობები თბილისშ ქეთევან წამებულსა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არის.
ამ გადატვირთულ მოძრაობას ავხსნი იმით, რომ ორი მნიშნელოვანი კვანძი ქეთევან წამებულის გამზირი საუბარი და მელიქიშვილი გადაკეტილია. ამიტომაც, სწორედ ეს იწვევს საცობებს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა. ეს კი გამოწვეულია იმ მნიშნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს". - ამბობს კალაძე.