თქვენ ნუ ინერვიულებთ ივანიშვილზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ - კალაძე "ტვ პირველს"

24.09.22 15:02
თქვენ ნუ ინერვიულებთ ივანიშვილზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ - კალაძე "ტვ პირველს"

ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცრიებაზე დასმულმა კითხვამ დღეს კახა კალაძე წყობიდან გამოიყვანა. 

"საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია"? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ტვ პირვერლის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

კალაძემ, ტრადიციულად, პოლიტიკური ნათლიმამა დაიცვა და  „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მოუწოდა ნუ ინერვიულებს ბიძინა ივანიშვილზე, რადგან სანერვიულო აქეთ აქვს.

გაქვთ სხვა შეკითხვები? სერიოზული შეკითხვები გაქვთ? თქვენ ნუ ინერვიულებთ ბიძინა ივანიშვილზე, არ ინერვიულოთ, თქვენ სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ, თქვენი რეალური მდგომარეობა რომ შეაფასოთ და ნახოთ, სად და რა მდგომარეობაში იმყოფებით, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს თუ გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ ძალიან ბევრი გაქვთ სანერვიულო“, - განაცხადა კალაძემ.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ახლა კიევში აწარმოებს შეხვედრებს, ამბობს, რომ შეიძლება  2 კვირაში  ბიძინა ივანშვილისა და მისი გარემოცვისთცვისთვის სრულად ჩაიკეტოს ლონდონის ბირჟის კარი.

უკრაინამ უკვე დააანონსა, რომ სულ რაღაც ორ კვირაში სრულად დაასახელებს იმ პირთა სახელებს, ვინც ოლიგარქის ახლო გარემოცვაშია და ისინი ავტომატურად შავ სიაში მოხვდებიან.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი თანახმაა, უკრაინის მიერ დასანქცირებული პირები ლონდონის ბირჟის მიღმა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები