სანქცია, ეს ის დამღაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ვერასდროს ჩამოიცილებს - გოცირიძე

24.09.22 15:07
სანქცია, ეს ის დამღაა, რომელსაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ვერასდროს ჩამოიცილებს - გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის შესაძლო დასანქცრიება - ოპოზიცია ამბობს, რომ ოლიგარქი სანქციებს ვერ გაექცევა.

„ენმ“-ს წევრის რომან გოცირიძის თქმით, სანქცია ის დამღაა, რომელსაც ივანშვილი და მისი გარემცვა ვერასდროს ჩამოიცილებს.

სანქცია, ეს არის უკვე დამღა ზურგზე, რომელსაც ვერასდროს ვერ ჩამოიცილებენ. ისე, როგორც, ვერასდროს ვერ ჩამოიცილებს  იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ყველანი ესენი დასანქცირდებიან დასავლური სახელმწიფოების მხრიდან". - ამბობს გოცირიძე.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ახლა კიევში აწარმოებს შეხვედრებს, ამბობს, რომ შეიძლება  2 კვირაში  ბიძინა ივანშვილისა და მისი გარემოცვისთცვისთვის სრულად ჩაიკეტოს ლონდონის ბირჟის კარი.

უკრაინამ უკვე დააანონსა, რომ სულ რაღაც ორ კვირაში სრულად დაასახელებს იმ პირთა სახელებს, ვინც ოლიგარქის ახლო გარემოცვაშია და ისინი ავტომატურად შავ სიაში მოხვდებიან.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი თანახმაა, უკრაინის მიერ დასანქცირებული პირები ლონდონის ბირჟის მიღმა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები